logo_geo
eng_logo
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 116 მილიონს გადააჭარბა
- +

6 მარტი. 2021. 13:02

 

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 116 მილიონს გადააჭარბა.

 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 116 090 236 შემთხვევა გამოვლინდა, 2 580 580 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 65 624 876 - გამოჯანმრთელდა.

 

ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 28 894 784 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 522 876 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner