logo_geo
eng_logo
პოლონეთში ავტობუსი არხში გადავარდა, დაღუპულია 6 ადამიანი
- +

6 მარტი. 2021. 13:47

 

6 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა პოლონეთში მომხდარი ავარიისას. გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსი, რომელშიც 57 ადამიანი იმყოფებოდა, ღამით გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და არხში გადავარდა. შემთხვევა ქალაქ კაშიცესთან მოხდა.

 

დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსი უკრაინისკენ მიემართებოდა. „როდესაც ინციდენტი მოხდა, მგზავრების უმეტესობას ეძინა, მათ არ ეკეთათ ღვედები, შედეგად ისინი სერიოზულად დაშავდნენ. მათი უმეტესობა ახალგაზრდები არიან, რომლებიც სამუშაოდან სახლში მიდიოდნენ“, - განაცხადა სასაზღვრო ქალაქ ფშემისლის ადგილობრივი სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენელმა.

 

მომხდარის მიზეზებს სამართალდამცავები ადგენენ.

 

https://www.interpressnews.ge/ka/article/645307-polonetshi-avtobusis-arxshi-gadavardnis-shedegad-6-adamiani-daigupa

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner