არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით, სამართალდამცველებმა გორში მამაკაცი დააკავეს.
როგორც გამოძიებით ირკვევა, მამაკაცის მხრიდან ადგილი ჰქონდა 14 წლის მოზარდთან გარყვნილ ქმედებას.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ძალადობის გარეშე სრულწლოვანის მიმართ გარყვნილ ქმედებას დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ.
აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ცხრა წლამდე.