ტიბეტელი ბუდისტების სულიერი ლიდერი დალაი-ლამა კორონავირუსზე აიცრა. ამის შესახებ განცხადება მის ოფიციალურ „ინსტაგრამ“ ანგარიშზე გამოქვეყნდა.
85 წლის დალაი-ლამას ვაქცინაცია ქალაქ დჰარამსალაში ჩაუტარდა, სადაც ის 60 წელზე მეტი ხნის განმავლობაში დევნილობაში ცხოვრობდა.
რომელი ვაქცინით აცრეს სულიერი ლიდერი, განცხადებაში მითითებული არ არის.
https://report.ge/world/dalai-lama-koronavirusze-aitsra/