logo_geo
eng_logo
მსოფლიოს მასშტაბით ათიათასობით კომპანიაზე კიბერშეტევა განხორციელდა
- +

6 მარტი. 2021. 14:33

 

ჰაკერებმა 20,000-ზე მეტი ამერიკული კერძო კომპანიისა და  ათიათასობით ევროპული და აზიური კორპორაციების მონაცემების მოპოვება შეძლეს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“  წერს.

 

გამოცემის ცნობით, ჰაკერებმა კომპანიის მონაცემები „მაიკროსოფტის“ მიერ შემუშავებული Exchange Serve-ში შეღწევის მეშვეობით შეძლეს.

 

ჰაკერებმა ორგანიზაციების ფოსტის სერვერებზე წვდომა  Exchange Serve-ის სუსტი დაცვის სისტემის საშუალებით მოიპოვეს. „მაიკროსოფტმა“ პროგრამის განახლება, რომელიც უფრო მეტად არის დაცული, 2 მარტს გამოაქვეყნა, თუმცა ის დაზარალებული კომპანიების მხოლოდ  10%-ს აქვს დაინსტალირებული, რის გამოც შესაძლოა კიბერშეტევა კვლავ განხორციელდეს.

 

„მაიკროსოფტი“ მიიჩნევს, რომ თავდასხმების უკან ჩინეთის მთავრობასთან დაკავშირებული ჰაკერები დგანან. თავად ჩინეთის ხელისუფლება ბრალდებებს უარყოფს.

 

https://report.ge/world/msoflios-masshtabit-atiatasobit-kompaniaze-kibersheteva-gankhortsielda/

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner