ჰაკერებმა 20,000-ზე მეტი ამერიკული კერძო კომპანიისა და ათიათასობით ევროპული და აზიური კორპორაციების მონაცემების მოპოვება შეძლეს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ წერს.
გამოცემის ცნობით, ჰაკერებმა კომპანიის მონაცემები „მაიკროსოფტის“ მიერ შემუშავებული Exchange Serve-ში შეღწევის მეშვეობით შეძლეს.
ჰაკერებმა ორგანიზაციების ფოსტის სერვერებზე წვდომა Exchange Serve-ის სუსტი დაცვის სისტემის საშუალებით მოიპოვეს. „მაიკროსოფტმა“ პროგრამის განახლება, რომელიც უფრო მეტად არის დაცული, 2 მარტს გამოაქვეყნა, თუმცა ის დაზარალებული კომპანიების მხოლოდ 10%-ს აქვს დაინსტალირებული, რის გამოც შესაძლოა კიბერშეტევა კვლავ განხორციელდეს.
„მაიკროსოფტი“ მიიჩნევს, რომ თავდასხმების უკან ჩინეთის მთავრობასთან დაკავშირებული ჰაკერები დგანან. თავად ჩინეთის ხელისუფლება ბრალდებებს უარყოფს.
https://report.ge/world/msoflios-masshtabit-atiatasobit-kompaniaze-kibersheteva-gankhortsielda/