logo_geo
eng_logo
ჯონ პრესკოტი: 2003 წელს ამერიკულ-ბრიტანული შეიარაღებული ძალების ერაყში შეჭრა უკანონო იყო
- +

10 ივლისი. 2016. 14:48



გაერთიანებული სამეფოს ყოფილმა ვიცე პრემიერ-მინისტრმა ჯონ პრესკოტმა ბრიტანულ გამოცემა შუნდაყ Mირრორ-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ 2003 წელს ამერიკულ-ბრიტანული შეიარაღებული ძალების ერაყში შეჭრა უკანონო იყო.



პრესკოტის თქმით, მას სიცოცხლის ბოლომდე ამ კატასტროფული გადაწყვეტილებისთვის სინანული მოუწევს.



მისივე თქმით, მაშინდელი გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი მართალი იყო, როდესაც ამბობდა, რომ ერაყში სამხედრო ოპერაციის წარმოებას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნნდა.


ჯონ პრესკოტის თქმით, ამ შემთხვევიდან ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილის სწავლა შეიძლება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner