სომხეთის თავდაცვის სამინისტროსთან გენერალური შტაბის ხელმძღვანელის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
-
+
6 მარტი. 2021. 15:13
ყოფილმა სამხედროებმა ერევანში, თავდაცვის სამინისტროს შენობასთან გენერალური შტაბის ხელმძღვანელის ონიკ გასპარიანის მხარდამჭერი აქცია გამართეს. აღსანიშნავია, რომ გუშინ მათ განცხადება გაავრცელეს, სადაც ჯარისკაცებს, ვეტერანებსა და ყოფილ სამხედო მოსამსახურეებს მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.
მედიის ინფორმაციით, ამ წუთებში მონაწილეები პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და პარლამენტისკენ მიემართებიან, სადაც კიდევ ერთ საპროტესტო აქციას გამართავენ.
https://www.interpressnews.ge/ka/article/645319-somxetis-tavdacvis-saministrostan-generaluri-shtabis-xelmzgvanelis-mxardamcheri-akcia-gaimarta