logo_geo
eng_logo
ვახო კომახიძემ: სამშობლოს ღალატი დამაბრალეს, აეროპორტში კუდ-ის მთელმა შემადგენლობამ გამაცილა, რომ ეთქვათ აღარ დავბრუნებულიყავი
- +

6 მარტი. 2021. 15:42

 

„აეროპორტში კუდ-ის მთელმა შემადგენლობამ გამაცილა, რომ ეთქვათ აღარ დავბრუნებულიყავი“,- განაცხადა წინა ხელისუფლების მმართველობაზე საუბრისას ჟურნალისტმა ვახო კომახიძემ გადაცემა „დიდ ეთერში.

 

იგი იხსენებს, თუ როგორ ავიწროვებდა "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლება მათთვის არასასიამოვნო ინფორმაციის გავრცელების გამო.

 

„2009 -2010 წლებში ცხინვალის ომთან დაკავშირებით ფილმზე ვმუშაობდი.  მოხერხდა ოფიციალურად ცხინვალში ჩასვლა. მე და პაატა ზაქარეიშვილი ვიყავით. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან შეხვედრაც გაიმართადა ამ შეხვედრის შემდეგ გადმომცეს ომთან დაკავშირებული მასალები. სწორედ იქ გავიგე, რომ სააკაშვილმა თავისი თანამშრომლის [ანა გაგლოევა] ოჯახი ომის წინა დღეს გამოიყვანა. ეს ძალიან არასასაიამოვნო იყო მათთვის. სწორედ ამის შემდეგ დამაბრალეს სამშობლოს მოღალატეობა. ჩემი წასვლიდან მეორე დღეს ფილმი გადაიღეს, დონაძემ გადაიღო. შესაძლებელია დავეკავებინეთ კიდეც, რადგან ეს ფილმი იყო ნიადაგის მომზადება იმისტის, რომ დავეკავებინეთ“ , - აცხადებს კომახიძე.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner