სირიაში რუსეთის შეიარაღებული ძალების ვერტმფრენი ჩამოაგდეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მი-35, რომლის ბორტზეც რუსი სამხედრო ინსტრუქტორები იმყოფებოდნენ, „ისლამური სახელმწიფოს" წევრებმა ჩამოაგდეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ინციდენტი ჰომსის პროვინციაში, პალმირას მახლობლად მოხდა, სადაც ISIS-სა და სირიის არმიას შორის ბრძოლები მიმდინარეობდა.
მოსკოვში აცხადებენ, რომ ვერტმფრენი სირიის არმიის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩამოვარდა, თუმცა ორივე პილოტი დაიღუპა.