„სომხეთის ოპოზიციური გაერთიანება „სამშობლოს გადარჩენის მოძრაობა“ ერევანში, პარლამენტის შენობათან საპროტესტო აქციას მართავს“, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აქციას, სახელწოდებით - „ერი, არმია, გამარჯვება“, ომის ვეტერანებიც შეუერთდნენ, რომლებმაც ბაგრამიანის გამზირზე თავდაცვის სამინისტროს შენობასთან გამართული აქციის შემდეგ გადაინაცვლეს.
აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ. მედიის ინფორმაციით, ადგილზე პოლიციის მნიშვნელოვანი ძალებია მობილიზებული.