logo_geo
eng_logo
ერევანში, პარლამენტის შენობასთან ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს
- +

6 მარტი. 2021. 17:55

 

„სომხეთის ოპოზიციური გაერთიანება „სამშობლოს გადარჩენის მოძრაობა“ ერევანში, პარლამენტის შენობათან საპროტესტო აქციას მართავს“, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, აქციას, სახელწოდებით - „ერი, არმია, გამარჯვება“, ომის ვეტერანებიც შეუერთდნენ, რომლებმაც ბაგრამიანის გამზირზე თავდაცვის სამინისტროს შენობასთან გამართული აქციის შემდეგ გადაინაცვლეს.

 

აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ. მედიის ინფორმაციით, ადგილზე პოლიციის მნიშვნელოვანი ძალებია მობილიზებული.

 

https://www.interpressnews.ge/ka/article/645342-erevanshi-parlamentis-shenobastan-opoziciis-akcia-mimdinareobs

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner