ევრო 2016-ის ფინალის მიმდინარეობისას პარიზის ცენტრალურ ქუჩებსა და მოედნის მიმდებარე ტერიტორიას 5 ათასზე მეტი პოლიციის თანამშრომელი დაიცავს.
1900 სამართალდამცველი გულშემატკივრების შეკრების ადგილებს დაიცავს, მაშინ, როდესაც 3500-მდე პოლიციელი ცენტრალურ ქუჩებში, ელისეის მინდვრებისა და სტად დე ფრანსის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულირებას განაგრძობს.
საფრანგეთის ხელისუფლების განმარტებით, პორტუგალიასთან საფრანგეთის გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყანაში გულშემატკივრების მსვლელობა უსაფრთოხოების დაცვის მიზნით არ მოეწყობა.
1998 წელს მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვების შემდეგ, გულშემატკივართა მსვლელობაში მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
ევრო 2016-ის ფინალური თამაში საფრანგეთსა და პორტუგალიას შორის დღეს გაიმართება.