-
+
6 მარტი. 2021. 18:18
„კოვიდ-19“- მა იმაზე უფრო ფართო მასშტაბის ტრავმა გამოიწვია, ვიდრე მეორე მსოფლიო ომმა და ეს გავლენა მრავალი წელი გასტანს“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა განაცხადა.
„პანდემიის გავლენას თითქმის მთელი მსოფლიო განიცდის, ამით თითოეული ადამიანი დაზარალდა”, - განაცხადა გებრეისუსმა. მან ასევე აღნიშნა, რომ პანდემია გავლენას ახდენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც.
ჯანმო-ს ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობა პრიორიტეტი უნდა იყოს.
ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განვითარებადი დაავადებებისა განყოფილების ხელმძღვანელმა მარია ვან კერხოვემ აღნიშნა, რომ მსოფლიო ჯერ კიდევ პანდემიის „მწვავე ფაზაში" იმყოფება.
https://report.ge/world/covid-19-ma-meore-msoflio-omze-ufro-masshtaburi-gavlena-ikonia-janmo/