logo_geo
eng_logo
ჯანმო: „კოვიდ-19“-მა მეორე მსოფლიო ომზე უფრო მასშტაბური გავლენა იქონია
- +

6 მარტი. 2021. 18:18

 

„კოვიდ-19“- მა იმაზე უფრო ფართო მასშტაბის ტრავმა გამოიწვია, ვიდრე მეორე მსოფლიო ომმა და ეს გავლენა მრავალი წელი გასტანს“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა განაცხადა.

 

„პანდემიის გავლენას თითქმის მთელი მსოფლიო განიცდის, ამით თითოეული ადამიანი დაზარალდა”, - განაცხადა გებრეისუსმა. მან ასევე აღნიშნა, რომ პანდემია გავლენას ახდენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც.

 

ჯანმო-ს ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობა პრიორიტეტი უნდა იყოს.

 

ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განვითარებადი დაავადებებისა  განყოფილების ხელმძღვანელმა მარია ვან კერხოვემ აღნიშნა, რომ მსოფლიო ჯერ კიდევ პანდემიის „მწვავე ფაზაში" იმყოფება.

 

https://report.ge/world/covid-19-ma-meore-msoflio-omze-ufro-masshtaburi-gavlena-ikonia-janmo/

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner