სომხეთის სამხედრო ძალების ვეტერანები ერევანში გენერალური შტაბის მხარდამჭერ აქციას შეუერთდნენ. ვეტერანების მოთხოვნაც სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომაა.
აქციის მონაწილეები თავდაცვის სამინისტროს შენობასთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი პარლამენტისკენ მსვლელობა მოაწყვეს.
ქვეყანაში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც პრეზიდენტმა გენერალური შტაბის ხელმძღვანელის გადაყენების შესახებ განცხადებას ხელი არ მოაწერა.
https://rustavi2.ge/ka/news/192250