logo_geo
eng_logo
უმძიმესი ავარია პოლონეთში
- +

6 მარტი. 2021. 20:16

 

უმძიმესი ავარია სამხრეთ-აღმოსავლეთ პოლონეთში. შემთხვევის შედეგად 6 მგზავრი დაიღუპა. ხოლო 30-ზე მეტი დაშავდა.

 

ავარია გვიან ღამით მოხდა, რა დროსაც ავტობუსი თხრილში გადავარდა.

 

ცნობილია, რომ მგზავრები უკრაინელები იყვნენ. პოლონეთში სამუშაოდ ჩასული 57 მუშა უკრაინაში ბრუნდებოდა.

 

„შემთხვევის დროს, მგზავრთა უმეტესობას ეძინა. მათ დიდ ნაწილს ღვედი არ ეკეთა და სერიოზული დაზიანებები მიიღეს. მგზავრთა ძირითადი ნაწილი ახალგაზრდა ადამიანები არიან“, – ამბობს სასწრაფო სამედიცინო სამსახურის წარმომადგენელი.

 

https://primetime.ge/umdzimesi-avaria-polonetshi-daighupa-6-mgzavri-dashavda-30-ze-meti/

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner