logo_geo
eng_logo
დღეს, ბადრი და პიერ კობახიძეების ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტოგამოფენა გაიხსნება
- +

10 ივლისი. 2016. 15:03



10 ივლისს, 19:00 საათზე, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში (მის.: ია კარგარეთელის ქ.#6) გაიხსნება ორი  თეატრალური მოღვაწის, მამა-შვილის ბადრი და პიერ კობახიძეების ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტოგამოფენა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი დაესწრება.



გამოფენა აერთიანებს კობახიძეების საოჯახო არქივს, რომელიც ოჯახის შთამომავალმა თეატრმცოდნე მაია კობახიძემ  ხელოვნების სასახლეს გადასცა.



ბადრი და პიერ კობახიძეების წვლილი ქართული  თეატრალური ხელოვნების განვითარებაში ძალიან დიდია. პიერ კობახიძე მარჯანიშვილის თეატრის წამყვანი მსახიობი, და კოტე მარჯანიშვილის მრავალი წარმატებული სპექტაკლის მონაწილე იყო. მუშაობდა რადიოში პირველ სპორტულ კომენტატორად. წელს მსახიობისა და პოეტის 110 წლის იუბილეა. 



თეატრისა და კინოს მსახიობი, რეჟისორი, პედაგოგი ბადრი კობახიძე რუსთაველის თეატრში მიხეილ თუმანიშვილის მსახიობთა გუნდის, ე.წ. „შვიდკაცას" წევრი გახლდათ. იგი  წლების მანძილზე იყო საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის პირველი მდივანი.  2016 წელს ბადრი კობახიძეს დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდებოდა.  



ფოტოგამოფენა ბადრი და პიერ კობახიძეების საიუბილეო თარიღს ეძღვნება.



საიუბილეო გამოფენა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის მხარდაჭერით ეწყობა.  





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner