logo_geo
eng_logo
„პირველად მოხდა, როდესაც NATO საკუთარ მიღწევებსა და საფრთხეებზე საუბრისას, წევრ ქვეყნებთან ერთად, იხსენიებს საქართველოს“
- +

10 ივლისი. 2016. 15:12



საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, NATO-ს ვარშავის სამიტის კომუნიკეს ტექსტში საქართველოს შეხვდებით ზუსტად ისე, როგორც NATO-ს წევრ ქვეყნებს, პირველად მოხდა, როდესაც NATO საკუთარ თავზე, საქმიანობაზე, მიღწევებსა და საფრთხეებზე საუბრისას, NATO-ს წევრ ქვეყნებთან ერთად იხსენიებს საქართველოს.



ჩვენ ხშირად ვხუმრობთ ხიოლმე, რომ ყველა გვიყურებს, როგორც წევრს, ყველა კარი ჩვენთვის ღიაა. კომუნიკში საქართველო ნახსენებია იმ ნაწილში, სადაც საუბარია .. სამი ზღვის (ბალტიის, ხმელთაშუა და შავიზღვის) უსაფრთხოებაზე, ამ პროცესში საქართველო სრულფასოვანი მონაწილეა. ეს არის ძალიან მთავარი მიღწევა. საუბარია, ჰაერსაწინააღმდეგო მიმართულებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ NATO-საქართველოს დაეხმარება ყველაფრით", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner