თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო აკადემიამ ოფიციალურ ვებ-გვერდზე წლევანდელი შედეგები გამოაქვეყნა, სადაც ერთ-ერთი გამარჯვებული ქართველი პოეტი დავით მაღრაძეა.
თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო აკადემია ჯილდოებს ორი მიმართულებით - სახვით ხელოვნებასა და ლიტერატურაში გასცემს. ჟიურის გადაწყვეტილებით, დავით მაღრაძე ლიტერატურის დარგში იტალიელი პოეტის ჯაკომო ლეოპარდის პრემიის ლაურეატი და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი პრემიის მფლობელი საქართველოდან ჯერ არავინ გამხდარა.