logo_geo
eng_logo
ოსამა ბინ ლადენის ვაჟი აშშ-ს ემუქრება
- +

10 ივლისი. 2016. 15:44



სააგენტო „როიტერის" გავრცელებული ინფორმაციით, ალ-ქაიდას მოკლული ლიდერის ოსამა ბინ ლადენის ვაჟი ამერიკის შეერთებულ შტატებს მამის მოკვლის გამო სამაგიეროს გადახდით ემუქრება.



სააგენტოს ცნობით, 21 წუთიან აუდიომასალაში, რომელსაც ჰქვია „ჩვენ ყველა ოსამა ვართ" ჰამზა ბინ ლადენი ვაშინგტონის წინააღმდეგ გლობალურ შეიარაღებულ დაპირისპირებას აანონსებს.


 

ჩვენ გავაგრძელებთ თავდასხმების მოწყობას თქვენს ქვეყანაში და მის საზღვრებს გარეთ და ამის მიზეზი პალესტინის, ავღანეთის, სირიის, ერაყის, იემენის, სომალისა და დანარჩენი მუსლიმური სამყაროს მოსახლეობაზე განხორციელებული ზეწოლაა", - ნათქვამია ჰამზა ბინ ლადენის მიმართვაში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner