logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ივანიშვილი ის პოლიტიკური ფიგურაა, ვინც ეს სადისტური ნაციონალური მმართველობა ქვეყანას საბოლოდ ჩამოაცილა
- +

7 მარტი. 2021. 12:22

 

 

„ივანიშვილი მაინც ის პოლიტიკური ფიგურაა, ვინც ეს ფაშისტური, სადისტური ნაციონალური მმართველობა ქვეყანას საბოლოდ ჩამოაცილა და რასაკვირველია, მათი სამიზნე კიდევ დიდხანს იქნება“ ,- განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „დიდი ეთერი“.

 

როგორც დეპუტატმა გადაცემაში სტუმრობისას აღნიშნა, ივანიშვილის ოჯახის დისკრედტაცია მათთვიის გაცილებით უფრო მომგებიანია, რადგან ის პროექტები, რომელიც საქართველოში ხორციელდება, ყველა ბრალდებას აბათილებს.

 

„საერთაშორისო უნივერსიტეტი რომ იხსნება და სიმსივნის სამკურნალო ცენტრი კეთდება, მხოლოდ ეგ კმარა ყველა ბრალდების გასაბათილებლად და მიწასთან გასასწორებლად. აქედან გამომდინარე, რასაკვირველია,  წინსწრებით ამ ოჯახზე შეტევა იქნება ყოველთვის აქტუალური მათი მხრიდან. ბერაზე კონცენტრირებული თემა არ მომწონს, იმიტომ რომ ბერას გარდა უამრავი ადამიანის ოჯახს შეეხნენ. პოლიციელებს დაუპირისპირდნენ. ისინიც ჩვენი შვილები არიან, ფორმა რომ აცვიათ, არ ნიშნავს, რომ ჩვენი შვილების თაობა არ არის. საზოგადოების დამოკიდებულება საკითხისადმი არის მთავარი“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner