logo_geo
eng_logo
ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს
- +

7 მარტი. 2021. 12:32

 

 

კახეთში, ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის  დასრულების შემდეგ გურჯაანის, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში 3500 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება.

 

სოფელ ვეჯინის, კოლაგის, ბაკურციხისა და კარდენახის ტერიტორიაზე ნატანი მასისა და ხე-ბუჩქნარისაგან მაგისტრალური არხის ჯამში 7 000 მეტრი სიგრძის მონაკვეთი იწმინდება.

 

ექსპლუატაციის პროგრამით სამუშაოებს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს.

 

გაწმენდითი სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გატარებას უზრუნველსაყოფს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მორწყვას. 

 

სამუშაოები მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და დასრულების ეტაპზეა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner