ჩინეთის ხელისუფლება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას COVAX-ის პროგრამის ფარგლებში 69 ქვეყანას უსასყიდლოდ აწვდის. ამას გარდა, ჩინური ვაქცინა უკვე შეისყიდა 43 ქვეყანამ. ამის შესახებ ჩინეთის სახელმწიფო მრჩეველმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იმ განაცხადა.
COVAX-ის პროგრამის ფარგლებში, განვითარებად ქვეყნებს ჯამში 10 მილიონი დოზა ვაქცინა გადაეცემათ.
მინისტრის განცხადებით, ვაქცინა ყველაზე ძლიერი იარაღია კორონავირუსის წინააღმდეგ.
ჩინეთის ხელისუფლებამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ასევე გადასცა გაერო-ს სამშვიდობოებსაც.