logo_geo
eng_logo
სირიაში ჩამოგდებული ვერტმფრენის ერთ-ერთი მფრინავი ჩეჩნეთის, აფხაზეთისა და რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობდა
- +

10 ივლისი. 2016. 16:44



რუსული მედიის ცნობით, სირიაში ჩამოგდებული რუსული ვერტმფრენის ერთ-ერთი პილოტი, რიაფაგატ ჰაბიბულინი, 90-იან წლებში აფხაზეთისა და 2008 წლის ომების ვეტერანი იყო.



55 წლის ჰაბიბულინი, სამხედრო კარიერის განმავლობაში, არაერთხელ იყო მივლენილი ცხელ წერტილებში. ის ჩეჩნეთის ორივე ომში, 1993-94 წლებში აფხაზეთში, ხოლო 2008 წლის რუსეთ-სქართველოს აგვისტოს ომში სადაზვერვო მისიით შინდისში იმყოფებოდა.



რუსეთის თავდაცვის უწყებამ ჰაბიბულინი და მასთან ერთად დაღუპული სამხედრო ინსტრუქტორი, სიკვდილის შემდეგ ორდენით დააჯილდოვა.



8 ივლისს სირიის ქალაქ პალმირასთან სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდეს, რომელსაც რუსი მფრინავი-ინსტრუქტორები რიაფაგატ ჰაბიბულინი და ევგენი დოლგინი მართავდნენ. ორივე მათგანი დაიღუპა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner