საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საკონცერტო დარბაზის სახელმწიფოსთვის გადაცემის ცერემონიაზე განაცხადა, რომ შეკვეთილში, Black Sea Arena-ზე მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტების სერია გაიმართება.
მისი თქმით, ისეთი წარმოდგენები მოეწყობა, რომელიც თითოეულ სტუმარს განსაკუთრებული ემოციით დამუხტავს.
„ამ შესანიშნავ დარბაზთან ერთად, ფონდი „ქართუ" ქართველ ხალხს კიდევ ერთ საჩუქარს უკეთებს - მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტების სერია ამ სეზონზე. ამ დარბაზში გაიმართება ისეთი წარმოდგენები, რომლებიც თითოეულ სტუმარს განსაკუთრებული ემოციით დამუხტავს, განსაკუთრებით უცხოელ მაყურებელს დაუტოვებს წარუშლელ შთაბეჭდილებას საქართველოზე და იქცევა ჩვენი ზღვისპირეთის სავიზიტო ბარათად", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერმა ფონდ „ქართუს" და ბიძინა ივანიშვილს ქართველი ხალხისთვის გაკეთებული საჩუქრისთვის მადლობა გადაუხადა.