logo_geo
eng_logo
Bloomberg: მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსზე 300 მილიონამდე ადამიანი აიცრა
- +

7 მარტი. 2021. 22:49

 

Bloomberg-ის ცნობით მსოფლიოში კორონავირუსზე ვაქცინაცია 111 ქვეყანაში მიმდინარეობს. ამ დროისთვის 299 მილიონზე მეტი ადამიანია აცრილი.

 

გამოცემის ცნობით, ვაქცინირებულთა რაოდენობით შეერთებული შტატები ლიდერობს, სადაც უკვე 87,9 მილიონი დოზაა გაცემული.

 

მეორე ადგილზეა ჩინეთი 52.5 მილიონი, მესამეზე ევროკავშირი, სადაც 39,8 მილიონი ადამიანია აცრილი. ხუთეულში შედის დიდი ბრიტანეთი (22,9 მილიონი) და ინდოეთი (20,7 მილიონი).

 

ყოველ ას სულ მოსახლეზე ვაქცინირებულთა მაჩვენებლით ისრაელი ლიდერობს. შემდეგ მოდის სეიშელის კუნძულები, არაბთა გაერთიანებული საამიროები, მალდივები და გაერთიანებული სამეფო .

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner