logo_geo
eng_logo
მოსკოვი NATO-სგან ვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების ახსნა-განმარტებებს ელის
- +

10 ივლისი. 2016. 17:49



რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსული მხარე ყურადღებით შეისწავლის 8-9 ივლისს ვარშავაში გამართული NATO-ს სამიტის გადაწყვეტილებებს.



განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამიტის შედეგების პირველადი ანალიზიც კი ცხადჰყოფს, რომ „NATO აგრძელებს გარკვეულ სამხედრო-პოლიტიკურ „პარალელურ სამყაროში" არსებობას".



რუსული მხარე მიიჩნევს, რომ ალიანსი საკუთარ ძალსიხმევას „აღმოსავლეთიდან არარსებული საფრთხეების შეკავებისკენ მიმართავს".



სამხრეთიდან მომავალი ტერორისტული საფრთხეების უპრეცედენტო მასშტაბის ფონზე, გასაოცარი დისბალანსი NATO- ფლანგების გაძლიერებაში NATO- წევრი სახელმწიფოების მოქალაქებიის დაცვისა  და უსაფრთხოების უზრუნველყოფის არსებით მოთხოვნილებისგან ბლოკის პოლიტიკის აშკარა ჩამორჩენაზე მეტყველებს. სამხედრო მშენებლობის სფეროში ნაბიჯების გამართლებისა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიიონში კრიზისების პროვოცირებასა და დაძაბულობის კერების შენარჩუნებაში ალიანსისა და მისი მოკავშირეების დესტრუქციული როლისგან ყურადღების არიდების მიზნით, რუსეთის "დემონიზაციის" მცდელობები სრულიად ჰიპერტროფირებულ ფორმებს იძენს", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.



რუსული მხარე ალიანსისგან მისი გადაწყვეტილებების შესახებ ახსნა-განმარტებების მიღებას 13 ივლისს დაგეგმილ NATO-რუსეთის საბჭოს სხდომაზე ელის, რომელიც ბრიუსელში ელჩების დონეზე გაიმართება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner