logo_geo
eng_logo
BLACK SEA ARENA ფონდმა „ქართუმ“ სახელმწიფოს გადასცა
- +

10 ივლისი. 2016. 17:33



Black sea arena - უმაღლესი სტანდარტის, ულტრათანამედროვე ტექნიკური შესაძლებლობებით აღჭურვილი, 200 მილიონი ლარის ღირებულების საკონცერტო დარბაზი, რომელიც ფონდმა „ქართუმ" ააშენა, საკუთრებაში სახელმწიფოს გადაეცა.


შესაბამის შეთანხმებას ფონდის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ჩხეტიანმა და საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ხელი მოაწერეს.


ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, ფონდ „ქართუს" წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები, მუსიკალური პროდიუსერები, რეჟისორები, ტურისტული კომპანიებისა და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.


საკონცერტო დარბაზთან ერთად, სახელმწიფომ, საჩუქრად მიიღო 2016 წლის სექტემბრამდე გაწერილი კულტურული პროგრამა, მსოფლიო და ქართველი ვარსკვლავების მონაწილეობით, რომელიც დაფინანსებულია ფონდ „ქართუს" მიერ. კონცერტებზე გაყიდული ბილეთებიდან მიღებული მილიონობით ლარი კი სახელმწიფო ბიუჯეტში შევა.


ხელმოწერის ცერემონიამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საკონცერტო დარბაზი დაათვალიერა.


რეგიონში პირველი, უმაღლესი დონის საკონცერტო დარბაზი, 10 000 მაყურებელზეა გათვლილი და ადაპტირებულია შშმ პირთათვის. მშენებლობაში ფონდმა „ქართუმ" 200 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner