logo_geo
eng_logo
ანზორ ჩუბინიძე: ანზორ ჩუბინიძე კარდაკარ, ქუჩა-ქუჩა ბავშვებს დასდევს და უსწორდება – ამას იუმორის გარეშე ვერ მივიღებ
- +

8 მარტი. 2021. 12:22

 

6 მარტს „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული ფარული ჩანაწერების ერთ-ერთი ფიგურანტი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე აცხადებს, რომ სატელეფონო საუბრები გამიზნული პროვოკაციაა.

 

„ეს იყო გამიზნული პროვოკაცია დაფუძნებული რაღაც ჩანაწერებზე, თუმცა, ჩემთვის გასაოცარი იყო სიღრმე უტიფრობისა და აბსურდულობისა. აბსურდული მცდელობა, რომ დაარწმუნონ ქართველი საზოგადოება, რომ ანზორ ჩუბინიძე კარდაკარ, ქუჩა-ქუჩა ბავშვებს დასდევს და უსწორდება – ამას იუმორის გარეშე ვერ მივიღებ. საზოგადოებამ შეაფასოს ეს ბრალდება. საფუძველი არის გამიზნული დისკრედიტაცია მმართველი გუნდის და ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების“, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ „იმედის კვირაში“.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner