პოლონეთის ჯანდაცვის სამინისტრო აღდგომის დღესასწაულის პერიოდში შეზღუდვების დაწესებას არ გამორიცხავს
-
+
8 მარტი. 2021. 14:14
„პოლონეთში, მიმდინარე კვირაში, კორონავირუსით ინფიცირების დღიური რაოდენობა, შესაძლოა, 20 000-მდე გაიზარდოს“, - „როიტერის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა.
სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყანაში, რომელიც პანდემიის მესამე ტალღას ებრძვის, აღდგომის დღესასწაულის პერიოდში შეზღუდვების დაწესებას არ გამორიცხავენ.
პოლონეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა ადგილობრივ რადიოსადგურ Radio Plus-თან საუბარში განაცხადა, რომ პოლონელები სააღდგომო არდადეგების დროს შეზღუდვებს უნდა ელოდნენ.
ცნობისათვის, პორტალ worldometers-ის ინფორმაციით, პოლონეთში, პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ის 1.8 მილიონამდე შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 45 000-ს აჭარბებს.
https://www.interpressnews.ge/ka/article/645489-polonetis-jandacvis-saministro-agdgomis-dgesascaulis-periodshi-shezgudvebis-dacesebas-ar-gamoricxavs