logo_geo
eng_logo
სერბეთის პრემიერმა პრეზიდენტის უკანონო მოსმენას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა უწოდა
- +

8 მარტი. 2021. 16:02

 

სერბეთის პრემიერ-მინისტრმა, ანა ბრნაბიჩმა, ქვეყნის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის უკანონო მოსმენას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა უწოდა. ამის შესახებ ანა ბრნაბიჩმა ადგილობრივი ტელევიზიის ეთერში განაცხადა.

 

მისი განცხადებით, პრეზიდენტის უკანონო მოსმენაში მმართველი პარტიის ლიდერები და შსს-ს მაღალჩინოსნები არიან გარეული. ბრნაბიჩის თქმით, გამოძიებამ ყველა კითხვას უნდა გასცეს პასუხი და ამ საქმეში ყველას როლი შეისწავლოს.

 

7 მარტს სერბეთის შს მინისტრმა, ალექსანდარ ვულინმა განაცხადა, რომ პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების საუბრები უკანონოდ ისმინებოდა. მისივე თქმით, შსს-მ უკანონო მოსმენის 1 572 ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოიპოვა. პრეზიდენტთან ერთად, ბოროტმოქმედები მის ძმას, მამასა და შვილსაც უსმენდნენ.

 

https://imedinews.ge/ge/msoflio/190495/serbetis-premierma-prezidentis-ukanono-mosmenas-sakhelmtsipo-gadatrialebis-mtsdeloba-utsoda

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner