logo_geo
eng_logo
ალუდა ღუდუშაური: ვხედავთ რომ, „ლეიბორისტების კლასტერში“ აზრთა სხვადასხვაობაა - მოლაპარაკებებში ზოგს ღარიბაშვილი არ მოსწონს, ზოგს ვიღაც სხვა, ზოგს ამინდი და ა.შ.
- +

8 მარტი. 2021. 18:32

 

„როდესაც ჩვენმა ოპონენტებმა დაინახეს, რომ შეთანხმებას ალტერნატივა არ აქვს, მათ დაიწყეს თავიანთი ხელწერის საბოლოოდ გამოყენება და მოლაპარაკების მაგიდის სხვაგვარად აყირავება“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა, გავრცელებულ ჩანაწერზე საუბრისას „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„ტელეეთერებიდან და სხვადასხვა საშუალებით ვხედავთ რომ, „ლეიბორისტების კლასტერში“ აზრთა სხვადასხვაობაა - მოლაპარაკებებში ზოგს ღარიბაშვილი არ მოსწონს, ზოგს ვიღაც სხვა, ზოგს ამინდი და ა.შ. მინდა მჯეროდეს და ნამდვილად ვისურვებდი, რომ ჩემი მოლოდინი გამართლდეს - საბოლოოდ ოპოზიცური პარტიებში საღი აზრი გაიმარჯვებს და მართლაც დასხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან, წარმოადგენენ ისეთ გეგმას და შეთანხმების პირობებს, რომელიც იქნება კომპრომისული და არა კონკრეტული პარტიებისა და პიროვნებების ინტერესებზე მორგებული, არამედ ერთხელ გადადგამენ ისეთ ნაბიჯს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იქნება“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკების მაგიდის ამყირავებლად და სიტუაციის ამრევად „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ გულისხმობს.

 

„უახლოესი წარსული გავიხსენოთ, როდესაც გიგი უგულავა და გიგა ბოკერია მაქსიმალურად რადიკალურები იყვნენ, თუმცა, შარლ მიშელის მედიაციის იმედია დიდია“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

 

https://imedinews.ge/ge/politika/190518/aluda-gudushauri-vkhedavt-rom-leiboristebis-klastershi-azrta-skhvadaskhvaobaa--molaparakebebshi-zogs-garibashvili-ar-mostsons-zogs-vigats-skhva-zogs-amindi-da-ash

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner