logo_geo
eng_logo
თენგიზ ცერცვაძე: ხვალ ვიწყებთ კვლევას და დაახლოებით 20 დღეში გვეცოდინება რამდენი კოვიდგადატანილია საქართველოში
- +

8 მარტი. 2021. 19:48

 

„ადამიანებში, ანტისხეულოების შემცვლელობას შემთხვევითი შერჩევითი პრინციპით შევისწავლით ანუ მათ გამოვიკვლევთ, ვინც ოფიციალურად არ არიან კოვიდინფიცირებულებში რეგისტრირებულები“,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

 

„მთელს მსოფლიოში ასეა, რომ ოფიციალურად რეგისტრირებულ რაოდენობასთან შედარებით, რეალურად კოვიდგადატანილების რაოდენობა ორჯერ ან სამჯერ მეტია.

ასეა მსოფლიო სტატისტიკით. ჩვენ ახლა ვატარებთ კვლევას, ხვალ ვიწყებთ და დაახლოებით 20 დღეში გვეცოდინება რამდენი კოვიდგადატანილია საქართველოში.

ადამიანებში, ანტისხეულოების შემცვლელობას შემთხვევითი შერჩევითი პრინციპით შევისწავლით ანუ მათ გამოვიკვლევთ, ვინც ოფიციალურად არ არიან კოვიდინფიცირებულებში რეგისტრირებულები.

გავარკვევთ, ოფიციალურად რეგისტრირებულ 272 ათას კოვიდაგატანილის გარდა, კიდევ რამდენს აქვს გადატანილი. ამის მიხედვით უნდა დაიგეგმოს და შესრულდეს ვაქცინაციის გეგმა.

 

ჩვენ რომ ვამბობთ, მოსახლეობის 60-65% უნდა იყოს აცრილი, ზუსტად არ ვიცით, მაგრამ იქ ვგულისხმობთ, რომ დაახლოებით კიდევ 15-20%-ს ამ დროისთვის, გადატანილი ექნება და ის 15-20% დაემატება 60-65 %-ს, მივიღებთ დაახლოებით 80%-იან იმუნურ ფენას. 80%-იანი იმუნური ფენა, პრინციპში საკმარისია, რომ პანდემია დავამარცხოთ. ცალკეული შემთხვევები იქნება, როგორც ეს გრიპის შემთხვევებშია, მაგრამ კლინიკური სექტორი იოლად გაუსწორდება“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner