ლადო ბენდიანიშვილი, რომელიც TV პირველის მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში ფიგურირებს, გადაცემა „ქრონიკასთან“ აცხადებს, რომ 15-16 წლის იყო, როცა „ფეისბუქზე“ ბერას რომელიღაც პოსტზე კომენტარი დაწერა.
„ეს შემთხვევა მოხდა 2011 წელს. „ფეისბუქზე“ რაღაც კომენტარი გავაკეთე“, - აცხადებს ბენდიანიშვილი.
მისი თქმით, ამ ფაქტის შემდეგ, მას ბერა ივანიშვილის ოჯახის დაცვის თანამშრომლები დაუკავშირდნენ.
„რამდენიმე დღის შემდეგ ჩემთან მოვიდნენ ბერა ივანიშვილის ოჯახის დაცვის თანამშრომლები, მითხრეს, რომ ბერას „ფეისბუქზე“ განხორციელდა შეტევა.
მუქარის შემცველი პოსტები იყო ძალიან ბევრი და აინტერესებდათ.
მე ვუთხარი, რომ მუქარის შემცველი არაფერი მქონდა დაწერილი, რის შემდეგადაც ბოდიში მომიხადეს შეწუხებისთვის და დამემშვიდობნენ“, - აცხადებს ბენდიანიშვილი.