„პირადად ჩემზეც ხორციელდებოდა შეტევები, იყო გინება და პირადი შეურაცხყოფა“, - ამის შესახებ „ქრონიკას“ ნეიკო სარაჯიშვილმა განუცხადა, რომელიც ბერა ივანიშვილის ფან-კლუბის წევრია.
„200-კაციანი ჯგუფები შემოდიოდნენ ბერას გვერდზე.
იწყებდნენ გინებას, მხოლოდ იმის გამო, რომ მოგვწონდა მისი სიმღერები და ვგულშემატკივრობდით.
ეს ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებული ჯგუფების მიერ. იყო რამდენჯერმე ბერას „ფეისბუქის“ გატეხვის მცდელობები. ვფიქრობ, რომ ამ ჩანაწერის ფაბრიკაცია, იმ მომენტს ემთხვევა“, - აცხადებს ნეიკო სარაჯიშვილი.