logo_geo
eng_logo
კახა კუჭავა: გამოძიება უნდა დაიწყოს, თუ როდის იყო მიყურადება და მკაცრად უნდა დაისაჯოს
- +

8 მარტი. 2021. 21:40

 

"ჩვენ ვსაუბრობთ ფარულ ჩანაწერებზე, ჩვენ გუნდში ვერ ნახავთ ვერავის, ვინ შეიძლება მოიწონოს მიყურადება, ან ფარული ჩანაწერები და ყოვლად მიუღებელია და შინაარსის განხილვაც არ არის სწორი“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავამ მედიაში გავრცელებულ, ბერა ივანიშვილთან დაკავშირებულ აუდიოჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა.

 

ჩემი გადასაწყვეტი არ არის, გამოძიება უნდა დაიწყოს თუ არა, ეს პროკურატურის საქმეა. პირადად ჩემი აზრია, გამოძიება დაიწყოს, თუ როდის იყო მიყურადება და რაც მთავარია, მკაცრად უნდა დაისაჯოს.

სხვა შემთხვევებიც ყოფილა, როცა გამოძიება დაწყებულა, მაგრამ უჭირთ გასვლა, ვინც აკეთებს ამას. ჩვენ ვიცით, როდის მოხდა, მაგრამ უნდა დადგინდეს.

 

გვქონდა საუბარი ირაკლი ღარიბაშვილთან და ეს არის ძველი, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ჩანაწერი, რომლის ფაბრიკაციაც შეიძლება მომხდარიყო,"- აცხადებს კახა კუჭავა „რუსთავი 2“-თან.

 

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, არ არსებობს საფუძველი, გამოძიების დაწყების შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაკავებული თანამდებობა დატოვოს.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner