logo_geo
eng_logo
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი: მახსოვს 2011 წლის ზაფხული, როდესაც მიზანმიმართული შეტევა წამოიწყეს ბერას წინააღმდეგ
- +

8 მარტი. 2021. 22:07

 

„მახსოვს 2011 წლის ზაფხული, როდესაც მიზანმიმართული შეტევა წამოიწყეს ბერას და მისი გულშემატკივრების წინააღმდეგ. ეს იყო ათასგვარი შანტაჟი, მუქარა და ათასი სიბინძურე“, - ამის შესახებ „ქრონიკას“ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, გოგა ქუჩულორიამ განუცხადა.

 

„მახსოვს 2011 წლის ზაფხული, როდესაც მიზანმიმართული შეტევა წამოიწყეს ბერას და მისი გულშემატკივრების წინააღმდეგ. ეს იყო ათასგვარი შანტაჟი, მუქარა და ათასი სიბინძურე.

 

კონკრეტულად ვფლობ ინფორმაციას და მინდა გითხრათ დანამდვილებით, რომ ამის უკან იდგა „ნაციონალური მოძრაობა“ და კონკრეტულად ეს დავალება ჰქონდა ე.წ. კუდს, რომელსაც უნდა მოეძებნა ახალგაზრდები და მუქარის შემცველი კომენტარები უნდა ეწერა სოციალურ ქსელებში, რასაც მოჰყვა შემდეგ ჯაჭვური პროცესები და შემდეგ არასრულწლოვნებიც ჩაითრიეს ამ ბინძურ ავანტიურაში, რომელიც დაგეგმილი იყო ბერას და მისი გულშემატკივრების წინააღმდეგ“, - განაცხადა გოგა ქუჩულორიამ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner