logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: Black Sea Arena შექმნის უამრავ სამუშაო ადგილს, როგორც პირდაპირ ამ კომპლექსში, ასევე მის გარშემო
- +

10 ივლისი. 2016. 19:23



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირკაშვილმა შეკვეთილში „Black Sea Arena"-ს „ქართუს" მიერ სახელმწიფოსთვის გადაცემის ცერემონიალზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ Black Sea Arena შექმნის უამრავ სამუშაო ადგილს, როგორც პირდაპირ ამ კომპლექსში, ასევე მის გარშემო.



მოგეხსენებათ, რომ შვიდ ვარსკვლავიანი სასტუმრო შენდება ძალიან ახლოს ამ ადგილიდან, რაც ასევე იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი ტურიზმის განვითარებისთვის. საქართველოს აქვს ყველანაირი პოტენციალი, რომ გახდეს საერთაშორისო ტურისტული ცენტრი. ეს ადგილი ერთი საათით აშორებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, ასე რომ ნებისმიერ სტუმარს შეეძლება ძალიან კომფორტულად ჩამოვიდეს, დაესწროს წარმოდგენებს და გაატაროს მშვენიერი დრო საქართველოში",  - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner