logo_geo
eng_logo
კახა კუჭავა: პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში გონივრული შეთავაზებით ჩავა, რაც მოწონებული იქნება ევროპელი პარტნიორების მხრიდან
- +

8 მარტი. 2021. 23:45

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის,  კახა კუჭავას განცხადებით,  პრემიერ-მინისტრი 16 მარტს ბრიუსელში იმ გონივრული შეთავაზებით ჩავა, რომელიც ევროპელი პარტნიორების მოწონებას დაიმსახურებს.

 

"იმ გონივრული შეთავაზებით, რომელიც ნამდვილად იქნება მოწონებული ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან.

არ არის საბოლოოდ ჩამოყალიბებული, ბევრ სხვადასხვა კომპონენტს შეიცავს და რა თქმა უნდა, იქნება ამაზე არა მარტო საუბარი და ყველა გაიგებს, არამედ, პირველ რიგში, იქნება დიალოგის მაგიდასთან ამ საკითხების განხილვა.

ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც "ქართული ოცნება" იღებს, არ გამომდინარეობს რაღაც კონკრეტული პარტიული ინტერესებიდან, რაც, სამწუხაროდ, სხვა შემთხვევებში გვხვდება ხოლმე, ეს იქნება ის სწორი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის იქნება ძალიან სწორი შემდეგი ნაბიჯი.

 

ვმსჯელობთ, არის ძალიან კარგი მონახაზები და კარგი ვერსიები, რომელზეც საბოლოოდ შევთანხმდებით. არ შევალ დეტალებში, ეს არის ის საკითხი, რომელზეც ჩვენ ამ კვირის განმავლობაში ნამდვილად გავაგრძელებთ მუშაობას და ირაკლი ღარიბაშვილი რომ ხელცარიელი არ ჩავა, ამაში ყველა მინდა იყოს დარწმუნებული. ნამდვილად იქნება ჩვენი მხრიდან ძალიან კონსტრუქციული ნაბიჯები გადადგმული, რომელსაც დარწმუნებული ვარ, ძალიან დადებითად შეაფასებენ ჩვენი კოლეგები ევროპარლამენტში,“ - აცხადებს კახა კუჭავა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner