„ვინც არ უნდა ყოფილიყო დაცვის ობიექტი, დაცვის სამსახური ვალდებულია, გადაამოწმოს, ხომ არ არსებობს საფრთხე რეალურად, ხომ არ არის საშიშროება იმისათვის, რომ რაღაც საფრთხე და რისკი მიადგეს მიდი დაცვის ქვეშ მყოფს“, - ამის შესახებ ექსპერტმა, ლევან ნიკოლეიშვილმა ტვ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„ვინც არ უნდა ყოფილიყო დაცვის ობიექტი, დაცვის სამსახური ვალდებულია, გადაამოწმოს, ხომ არ არსებობს საფრთხე რეალურად, ხომ არ არის საშიშროება იმისათვის, რომ რაღაც საფრთხე და რისკი მიადგეს მიდი დაცვის ქვეშ მყოფს.
ამას აკეთებენ საქართველოში და ნებისმიერ ცივილიზებულ სამყაროში, ნებისმიერ სახელმწიფოში, სადაც აქვთ პრეტენზია იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო იყოს გამართული და შესაბამისად დაცვის სამსახური მუშაობდეს ისე, როგორც უნდა იმუშაოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი სრულყოფილად ვერ დაიცავენ ნებისმიერ ობიექტს“, - განუცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.