15 თებერვლიდან, ანუ დღეიდან საქართველოს მიერ ირანისთვის დაწესებული სავიზო რეჟიმი გაუქმდა. კომენტარი ჟურნალისტებთან საქართველოში ირანის ელჩის მოადგილე მოჰსენ ქებრიამ გააკეთა.
„ზოგადად, ეკონომიკური ურთიერთობა ვითარდება მაშინ, როდესაც ხალხთაშორის არის თავისუფალი მიმოსვლა, როდესაც ინვესტორი თავისუფლად შემოდის და თავის სასურველ სფეროში აბანდებს კაპიტალს, იწყებს ეკონომიკურ საქმიანობას. უვიზო რეჟიმის გაუქმებამ ასახვა პოვა საქართველოსა და ირანს შორის სავაჭრო ბრუნვაზე. თუ 2012-13 წლებში სავაჭრო ბრუნვა 200 მილიონი დოლარის ფარგლებში იყო, დღეს 130 მილიონამდეც არაა. თუმცა, ამის გამოსწორება შეიძლება, იმიტომ რომ საქართველოს და ირანს აქვთ პოტენციალი, სავაჭრო ბრუნვა გაზარდონ", - განაცხადა მოჰსენ ქებრიაიმ.