„ბათუმის წყლის" დირექტორი ალეკო მიქელაძე პრემიერ- მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას ეხმაურება. მიქელაძე მზადყოფნას გამოთქვამს ნებისმიერ დაინტერესებულ უწყებასთან სათანამშრომლოდ.
„გავეცანი პრემიერის დღევანდელ განცხადებას, რასაც სრულებით ვეთანხმები. თავიდან ბოლომდე ვიზიარებ ამ მოსაზრებას და მინდა, კიდევ ერთხელ ვთქვა ჩემი მზადყოფნა ნებისმიერ დაინტერესებულ უწყებასთან თანამშრომლობისათვის და განვუმარტო მათ - ამ სამუშაოების ჩატარების ტექნიკური აუცილებობა, რომელიც არ იყო მიმართული მხოლოდ ამ ობიექტის წყალმომარაგების შეწყვეტასთან, მიმართული იყო გარკვეულ სამუშაოებთან, რისი დოკუმენტაციაც ჩვენ გაგვაჩნია", - განაცხადა მიქეალაძემ.
იხილეთ:
პრემიერი „ბათუმის წყლის" დირექტორთან დაკავშირებული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, მის გადაყენებას მოითხოვს
http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=1480