logo_geo
eng_logo
არჩილ ჩიქოვანი მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო
- +

9 მარტი. 2021. 12:30

 

 

ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო.

 

„მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესის მიმდინარეობას გავეცანი. პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ბაღების გაერთიანებას, პანდემიის პერიოდში, ონლაინ რეჟიმში ვიდეო აქტივობების მომზადებისთვის, რომელიც საგანმანათლებლო მიმართულებით აღსაზრდელებისთვის ხორციელდებოდა.

 

ჩვენ ყველა მუნიციპალური საბავშვო ბაღი აღვჭურვეთ შესაბამისი სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებებით, საჭირო ინვენტარითა და სადეზინფექციო ხსნარებით. ასევე, საბავშვო ბაღების პერსონალს რეგულარულად უტარდება ტესტირება და განხორციელდება მონიტორინგი.

 

მინდა აღვნიშნო, რომ მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში გათვალისწინებულია ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაცია“,  - აღნიშნა არჩილ ჩიქოვანმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner