logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე ფარულ ჩანაწერებზე: პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყება არის ჩვეულებრივი გადაწყვეტილება, რაც უწყების მხრიდან არის ადეკვატური
- +

9 მარტი. 2021. 13:16

 

 

„ეს არის ჩვეულებრივი გადაწყვეტილება, რაც უწყების მხრიდან არის ადეკვატური“, - ასე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე, გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას გამოეხმაურა.

 

„განცხადება არ წამიკითხავს, თქვენგან გავიგე – პროკურატურამ გამოძიება დაიწყო უკანონო ჩანაწერების მოპოვება-გავრცელების ფაქტზე. ეს არის ჩვეულებრივი გადაწყვეტილება, რაც უწყების მხრიდან არის ადეკვატური. წინასწარ ვერაფერს გეტყვით. ჩუბინიძემ ჩაიწერა რაიმე? ღარიბაშვილმა მოიპოვა უკანონოდ, თუ რას მეკითხებით? ანუ, თქვენი ჩანაწერი რომ გავრცელდეს და გამოძიება დაიწყოს, თანამდებობიდან თქვენ უნდა გადადგეთ? მე რომ ვიღაცამ მომისმინოს, ფაბრიკაცია გააკეთოს, ჩემი მონასმენის, თამამდებობიდან უნდა გადავდგე, ამას მეკითხებით?“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

გენპროკურატურამ კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის და მიყურადების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner