logo_geo
eng_logo
ევროპარლამენტმა კატალონიის ყოფილ ლიდერს, კარლეს პუჩდემონს, იმუნიტეტი მოუხსნა
- +

9 მარტი. 2021. 13:46

 

ევროპარლამენტმა კატალონიის ყოფილი ლიდერის, კარლეს პუჩდემონისა და მისი ორი მოკავშირისთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირა.

 

კარლეს პუჩდემონს, ანტონი კომინსა და კლარა პონსატის ესპანეთში 2017 წელს კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ორგანიზებასთან დაკავშირებით აქვთ ბრალდებები წაყენებული.

 

კატალონიის ყოფილ ლიდერს ესპანეთში ამბოხის წაქეზებასა და სახელმწიფო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ედება ბრალი.

 

ევროპარლამენტის ეს გადაწყვეტილება ესპანეთის ხელისუფლებას პუჩდემონისა და მისი მოკავშირეების ბელგიიდან ექსტრადიციის პროცესის განახლების შესაძლებლობას აძლევს. ექსტრადიციის საკითხზე გადაწყვეტილება ბელგიის სასამართლომ უნდა მიიღოს.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner