logo_geo
eng_logo
არჩილ გამზარდია: ენა როგორ უნდა მოუბრუნდეს ადამიანს, თუ სულით მახინჯი არ არის...
- +

10 ივლისი. 2016. 21:59


ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია Black sea arena-ს სახელმწიფოსთვის გადაცემის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების სკეპტიკურ განცხადებებს სოციალურ ქსელში აფასებს.


„ენა როგორ უნდა მოუბრუნდეს ადამიანს, თუ სულით მახინჯი არ არის, რომ სხვამ შესანიშნავი საკონცერტო დარბაზი ააშენოს, სახელმწიფოს ანუ ხალხს აჩუქოს და ამაში რაიმე ხინჯს ეძებდეს."- აღნიშნავს გამზარდია.



Black sea arena - უმაღლესი სტანდარტის, ულტრათანამედროვე ტექნიკური შესაძლებლობებით აღჭურვილი, 200 მილიონი ლარის ღირებულების საკონცერტო დარბაზი, რომელიც ფონდმა „ქართუმ" ააშენა, საკუთრებაში სახელმწიფოს გადაეცა.


შესაბამის შეთანხმებას ფონდის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ჩხეტიანმა და საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ხელი მოაწერეს.


ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, ფონდ „ქართუს" წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები, მუსიკალური პროდიუსერები, რეჟისორები, ტურისტული კომპანიებისა და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.


საკონცერტო დარბაზთან ერთად, სახელმწიფომ, საჩუქრად მიიღო 2016 წლის სექტემბრამდე გაწერილი კულტურული პროგრამა, მსოფლიო და ქართველი ვარსკვლავების მონაწილეობით, რომელიც დაფინანსებულია ფონდ „ქართუს" მიერ. კონცერტებზე გაყიდული ბილეთებიდან მიღებული მილიონობით ლარი კი სახელმწიფო ბიუჯეტში შევა.


ხელმოწერის ცერემონიამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საკონცერტო დარბაზი დაათვალიერა.


რეგიონში პირველი, უმაღლესი დონის საკონცერტო დარბაზი, 10 000 მაყურებელზეა გათვლილი და ადაპტირებულია შშმ პირთათვის. მშენებლობაში ფონდმა „ქართუმ" 200 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner