logo_geo
eng_logo
სალხინოში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს
- +

9 მარტი. 2021. 17:20

 

მარტვილის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სალხინოს ადმინისტრაციული ერთეულის გაზიფიცირება, საერთო ჯამში აშენდება 64 106 გრძივი მეტრის გაზსადენი და გაზიფიცირდება სალხინოში მცხოვრები 888 ოჯახი.

 

მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ დაათვალიერა.

 

მარტვილის მუნიციპალიტეტში დღეის მდგომარეობით გაზიფიცირებულია ხუნწის, ნაგვაზაოს, ვედიდკარის, ინჩხურის ადმინისტრაციული ერთეულები და დიდი ჭყონის ცენტრალური ნაწილი. ასევე გაზიფიცირებულია ქ. მარტვილი, ნახარებაო, საელიაო, ნალეფსაო და ქვაითის უბანი. დასრულდა ლეხაინდრაოს, ნაჯახაოს, ბანძის, ონოღიის ადმინისტრაციულ ერთეულებში ცენტრალური მაგისტრალის გაყვანა და სულ მალე ქსელში ჩართვის შესაძლებლობა ექნება 2 594 აბონენტს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner