logo_geo
eng_logo
მირიან ნიკოლაძე: ამ 9 თვის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ პოლიტიკურად მოტივირებული ტელევიზიების სამარცხვინო „გამოძიებები“
- +

9 მარტი. 2021. 17:43

 

„ამ 9 თვის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ პოლიტიკურად მოტივირებული ტელევიზიების სამარცხვინო „გამოძიებები“. მათ, მეტ-ნაკლებად, შეძლეს, საზოგადოების გარკვეული ნაწილი რაღაცებში დაერწმუნებინათ“, - ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის ბიძამ და მისი ოჯახის ადვოკატმა, მირიან ნიკოლაძემ განაცხადა.

 

„ვერ შეძლეს საკითხის პოლიტიზირება, რადგან ოჯახმა კატეგორიული პოზიცია დაიჭირა, შემდეგ იყო ის, რომ მირიან ნიკოლაძე ვიღაცის პოლიტიკური ინტერესებით იყო დაკავებული, ესეც ვერ მოხდა და საბოლოო ჯამში, ამ საქმიდან დარჩა მთლიანი, სამართლებრივი სხეული და ამან მიიღო სამართლებრივი შეფასება მოსამართლის განაჩენით. ეს იყო აბსოლუტურად ლოგიკური“, - აცხადებს მირიან ნიკოლაძე.

 

გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა. სასამართლომ ხუთივე დაკავებული დამნაშავედ ცნო. არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს 16-16 წელი მიესაჯათ. არასრულწლოვნების ზ.ხ-სა და ა. ქ.-ს განაჩენი 16 მარტს გამოცხადდება.

 

განაჩენი მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ და მოსამართლემ ბიძინა სტურუამ გამოაცხადა.

 

მცხეთის რაიონული სასამართლო გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეს 8 თვის განმავლობაში განიხილავდა.

 

2020 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner