logo_geo
eng_logo
სერგო ვარდოსანიძე: 1956 წლის 9 მარტის თბილისის სისხლიანი დღის მთავარი ჯალათები
- +

9 მარტი. 2021. 18:34

 

 

1956 წლის 9 მარტის თბილისის სისხლიანი დღის მთავარი ჯალათები:

საბჭოთა კავშირის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი  ნიკიტა ხრუშჩოვი (1894-1971), საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, მარშალი ნიკოლოზ ბულგანინი (1895-1975),საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრი მარშალი გიორგი ჟუკოვი (1896-1974), საბჭოთა კავშირის უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე, არმიის გენერალი ივან  სეროვი (1900-1990), ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალი არმიის გენერალი ივან ფედიუნინსკი (1900-1977).

 

P.S. თავს ვერ დავდებ, რამდენად სიმართლეა:

რამდენიმე ხანში, როდესაც გენერალი ფედიუნინსკი მოსკოვში გადაიყვანეს გამოსამშვიდობებელ ბანკეტზე, რომელიც „მშვიდ და წესიერ ვითარებაში მიმდინარეობდა. თითქმის ყველა გამომსვლელი სადღეგრძელოში ფედიუნინსკის წარმატებებზე ლაპარაკობდა დიდ სამამულო ომში. მაგრამ, იმჟამინდელმა საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ, ირაკლი აბაშიძემ მისთვის დამახასიათებელი პირდაპირობით მიმართა ფედიუნინსკის: „გენერალო, გადღეგრძელებთ, როგორც ცნობილ სამხედრო პიროვნებას, ორგზის საბჭოთა კავშირის გმირი ხართ, მაგრამ თბილისიდან, სადაც არ უნდა წახვიდეთ, დაღუპული ქართველების სისხლი თან წაგყვებათ“...

 

სამადლობელი სიტყვით გამოსვლის ბოლოს, გენერალმა უშუალოდ ირაკლი აბაშიძეს მიმართა: „მე ვცდილობდი, მშვიდობიანად დამეშალა მიტინგი, მაგრამ მდგომარეობა ძალზე გამწვავდა და უმართავი გახდა. გამოვიყენეთ მძლავრი წყლის ჭავლი, რამაც სიტუაცია ვერ განმუხტა. მხოლოდ ამის შემდეგ ჩავრთეთ სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება საქმეში. ასე რომ, იცოდეთ – მე მიღებული მქონდა საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრის, მარშალ ჟუკოვის ბრძანება თბილისის დაბომბვის შესახებ, მაგრამ მე ეს ბრძანება არ შევასრულე“...

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner